ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ბრძოლების მონაწილე მედიკოსებს და ომში დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, 12: 00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, სამსახური უმასპინძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე მედიკოსებს და ომში დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს.

შეხვედრის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გარდაცვლილი ექიმების ოჯახის წევრებს სამახსოვრო მედლებს ხოლო, სამხედრო ექიმებს სამადლობელ სიგელებს გადასცემს. 1992 წლის 11 აგვისტოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალი, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა და ეს დღე საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ იქცა.

მსგავსი თემები