ოკუპანტების მიერ მეჯვირსხევში დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია

25 ივლისს ოკუპანტების მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ლეჟავა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მეჯვრისხევში დააკავეს.

„25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, გუშინვე მოხდა ლეჟავას გათავისუფლება. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მსგავსი თემები