,,ოჯახის წევრებს ვაიმედებდი, რომ შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ …”- დავით ბერიაშვილის დედა 

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად 32 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 1 პირთან დაკავშირებით ძებნა  აქტიურად მიმდინარეობს.

შოვის ტრაგედიის დროს დაიღუპა დავით ბერიაშვილი, რომლის  დედა ია მერებაშვილმა ტრაგედიის დღე „ფორმულასთან“ გაიხსენა.

მისი თქმით, შვილთან კონტაქტი ბოლოს 3 აგვისტოს, 15 საათსა და 5 წუთზე ჰქონდა.

„ყველანაირად ვცდილობდი, იმედი კიდევ მქონოდა. მაგალითად თურქეთის მიწისძვრა მომყავდა, როდესაც 21-ე დღეს კიდევ იპოვეს ცოცხალი ადამიანი. ოჯახის წევრებს ვაიმედებდი, რომ შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ შინაგანად რაღაც მეუბნებოდა, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის უნდა გამეძლო,“ – აღნიშნა ია მერებაშვილმა.

 

მსგავსი თემები