ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და არ მივცეთ მოსვენება პუტინს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ის სატელევიზიო გადაცემაში „60 წუთი“ განაცხდა.
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა კონტრშეტევის დროს ნელი პროგრესის შესახებ და განაცხადა, რომ მოსვენება არ მისცენ რუსეთის პრეზიდენტს.
„ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს ასი მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს შესვენების საშუალება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აღიარებს, რომ კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდინარეობს.
„ეს რთული ვითარებაა. ვიქნები აბსოლუტურად გულწრფელი თქვენთან. გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და დავიწყეთ კონტრშეტევა. და მიუხედავად ამისა, ეს არ არის ძალიან სწრაფი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღე ვიაროთ წინ და გავათავისუფლოთ ტერიტორიები“, – განაცხადა ზელენსკიმ.