“2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილმა გადადგა წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის” – გიორგი გახარია

“2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მიღწევების გამოხატვა არის ის, რომ მთავრობა ასე ღიად საუბრობს ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ამას თავის ვალდებულებად მიიჩნევს.

„მე მინდა მივულოცო პირველ რიგში თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად იღებდა მაშინ მონაწილეობას იმ სამოქალაქო აქტივობებში და ვთვლი, რომ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის იყო ის, რაც სულ ახლახანს მოხდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა და ასეთი გამარჯვებები ყველას ერთად ჩვენ კიდევ ბევრი გვექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები