ქალის გატაცებისთვის, გაუპატიურების, წამებისა და ტრეფიკინგისთვის ცნობილი თურქი მოდელი დააკავეს

ცნობილი თურქი მოდელი გიზემ კარამელაკი ახალგაზრდა ქალის გატაცებისთვის, წამება-გაუპატიურებისა და ტრეფიკინგისთვის დააკავეს. ასევე დაკავებულია მისი თანამზრახველები მოდელის ძმა და კიდევ სამი პირი.

გიზემ კარამელეკმა ძმისა და მეგობრების დახმარებით, ეჭვიანობის ნიადაგზე ახალგაზრდა ქალი გაიტაცა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, იძულებით შეაჭრეს თმები, ძალდატანებით მისცეს ნარკოტიკული საშუალებები და მასზე სექსუალურად იძალადეს. ქალი ვილაში ჩაკეტეს, და 4 დღის განმავლობაში აწამებდნენ. ბოლოს კი მისი  საქართველოში გატაცება სცადეს.

მსგავსი თემები