პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – ემანუელ მაკრონი

„რუსეთის დროშას ადგილი არ არის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადის“- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, უმანუელ მაკრონმა განაცხადა.

,,პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის. რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს ადგილი იმ დროს, როდესაც ის სამხედრო დანაშაულებს სჩადის უკრაინაში. კითხვა, რომელსაც ოლიმპიურმა სამყარომ უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა ადგილი უნდა დაუთმოს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდნენ შეჯიბრებებისთვის, მაგრამ შესაძლოა ამ რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ”, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია განასხვავონ სპორტსმენები, რომლებიც რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანამონაწილეები და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ამ თვალსაზრისით, IOC უნდა მიიღოს სამართლიანი და გასაგები გადაწყვეტილება უკრაინელებისთვის.

„ეს არის ბალანსი, რომელიც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი თემები