სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს – პრეზიდენტი

  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მათივე ცნობით, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. „31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.