,,იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. მისი თქმით, სამარხებში ასობით ადამიანის ცხედარია.

„მივიღე მეტი ინფორმაცია. ჟურნალისტები გზაში არიან. კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, დიდი საფლავი ასობით ადამიანით. ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი საფლავია. ეს არის ის, რაც ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, იზიუმში მასობრივი საფლავი 16 სექტემბერს აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა ნაწამებია.

მსგავსი თემები