,,მივესალმები რუსული ნავთობის აკრძალვაზე ევროკავშირის ლიდერების შეთანხმებას”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე  შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტი ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს. აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.

„მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ. გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა“- წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“.

მსგავსი თემები