ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლებთან, ქულბაქთან და ჩქუმთან დამაკავშირებელ გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად კლდის მასის ქვემოთ მოყოლილ ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განაცხადა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი წუხელ ჩამოწვა.