ტექინსპექტირების გავლისას მანქანებს ხმაურზეც შეამოწმებენ

პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი იანვრიდან, ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის მაქსიმალური მაჩვენებელი (დეციბალებში) სატრანსპორტო საშუალების კატეგორიისა და ძრავის ტიპის გათვალისწინებით.

ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა წინასწარ ჩატარებული შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით.

მსგავსი თემები