აცრის შემდგომი გართულება 2 055 შემთხვევაში დაფიქსირდა

საქართველოში, ჯამურად 2 903 548 აცრა ჩატარდა. აქედან 2 055 შემთხვევაში დაფიქსირდა იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამი).

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ვინაიდან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, ახალი იშგამ-ების რაოდენობამ შესაბამისად იკლო.

იშგამის 2 055 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეული იქნა 212 შემთხვევა, საიდანაც 181 პაციენტს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა. ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 202 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად.  125 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადი აღმოჩნდა, 49 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან, ხოლო 26 შემთხვევა – როგორც გაურკვეველი. ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო, 1 შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა“ – აცხადებენ ცენტრში.

მსგავსი თემები