„პუტინის ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას“ – ამერიკელი სენატორი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი პუტინთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პუტინი მოქმედებს თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას.

სენატორი ჯინ შაჰინის თქმით, აშშ ყველაფერს აკეთებს პარტნიორებთან ურთიერთობების გასამტკიცებლად და გასაძლიერებლად.

„შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად. აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან, რომ ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ“ – აცხადებს ჯი შაჰინი.

რაც შეეხება საქართველოს, სენატორს მიაჩია, რომ  საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს.

:ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას”, – აღნიშნავს  სენატორი.

 

მსგავსი თემები