ბელარუსში ტერიტორიების წართმევის საფრთხეზე საუბრობენ და საგანგებოდ ემზადებიან

​ბელარუსმა „კონტრტერორისტული ოპერაცია“ გამოაცხადა. ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, ტერიტორიების წართმევის საფრთხე რეალურია.

როგორც ვლადიმირ მაკეი განმარტავს, ეს საფრთხე მეზობელი ქვეყნებიდან მოდის.

„ვფლობთ ინფორმაციას, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორების ნაწილის დაკავების საფრთხესთან”, – აცხადებს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გადაადგილება იზღუდება და მკაცრი კონტროლი წესდება. ბელარუსი ფარულ სამხედრო მობილიზაციასაც აცხადებს.

მსგავსი თემები