თბილისში, ბაბუას და შვილიშვილს ოთხი ტყვია ესროლეს

სისხლიანი გარჩევა ვაზისუბანში – თბილისში ბაბუას და შვილიშვილს ოთხი ტყვია ღამით ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც ადგილობრივებმა მედიას განუცხადეს, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის  დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ სცადა დაპირისპირებული მამაკაცების გაშველება.

შემთხვევის შედეგად ბაბუა და შვილიშვილი დაიჭრნენ. ამ დროისთვის დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

რა გახდა კონფლიქტრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები