დატბორილი კორპუსები და ქუჩები – წყალდიდობა გაგრაში

ოკუპირებულ გაგრაში, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. რამდენად ძლიერია ნგრევა ჯერჯერობით უცნობია.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები.

გავრცელებული ინფორმაციით,  წყალმა დატბორა კერძო ტერიტორიები, საცხოვრებელი კორპუსები, დატბორა ქუჩები.

ამასთან, შეჩერებულია მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობა. ძლიერმა წვიმამ დროებით ოკუპირებული გაგრის სადგურზე სარკინიგზო ლიანდაგი წაიღო.

მსგავსი თემები