რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს მიკოლაევი დაბომბეს

გასულ ღამით,  ადგილობრივი დროით 01:00 საათისთვის რუსეთის ძალებმა მიკოლაივის რაიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რამაც დააზიანა ინფრასტრუქტურა.

თავდასხმის შემდეგ არავინ დაშავებულა.

,,მტერმა დაარტყა ბალისტიკას. დარტყმა განხორციელდა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, იმოვირნოზე, ისკანდერ-მ-ის რაკეტით. დეტალური ინფორმაცია ზუსტდება”, – განაცხადა მიკოლაივის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა.

მსგავსი თემები