სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ვერ ხერხდება

სუდანში ვითარება უკიდურესად რთულია, რის გამო, საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ვერ ხერხდება, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დრო უცნობია, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სუდანში სამოქალაქო ომი ამ დრომდე გრძელდება.

 

მსგავსი თემები