კორონავირუსის გამო “ოქროს ბირჟა” დაიკეტა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო “თბილისი ცენტრალის” “ოქროს ბირჟა” დაიკეტა. ამ უკანასკნელის დირექტორმა განაცხადა, რომ გეგმური ტესტირებისას 40 ინფიცირებული გამოვლინდა, რის გამოც ადმინისტრაციამ დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ ტესტებს ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ და ახლა გამოჩნდა ძალიან ბევრი ინფიცირებული, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთი კვირა დაგვეკეტა, რომ ვირუსი ვისაც აქვს, მორჩნენ. თუ კიდევ ვინმეს აქვს, ერთ კვირაში ესეც გამოჩნდება. ჯამში, 500-მდე თანამშრომელი გვყავს. გუშინ ამ კოვიდტესტირებით გამოვლინდა 40 შემთხვევა, დანარჩენებს აქვთ გაციების სიმპტომები. ჩვენ ვერ დავადგენთ, ვის რა ინფექცია აქვს, ამიტომ ვამჯობინეთ ერთი კვირით დავკეტოთ ოქროს ბირჟა და პირველში ისევ გაიხსნება. ტესტებს მოიტანენ თანამშრომლები, რომ გამოჯანმრთელებულნი არიან”, – განაცხადა ყიფიანმა.

მსგავსი თემები