სექსუალური სახის დანაშაული მოსწავლის მიმართ – პოლიციამ 64 წლის ჩოხატაურელი მასწავლებელი დააკავა

  •  

64 წლის ჩოხატაურელი მასწავლებელი, რომელსაც ყოფილი მოსწავლე ბრალს სექსუალური სახის ქმედებაში სდებს, დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში ყოფილი მოსწავლის, 18 წლის გოგონას მიმართ სექსუალური სახის დანაშაული ჩაიდინა.

მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ სკოლასა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.
აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობენ და კამერასთან არ ჩნდებიან დაკავებულის ოჯახის წევრებიც.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აწარმოებს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებაა.

მსგავსი თემები