„საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასეთი მოქცევა“ – ნიკა გვარამია პრეზიდენტზე

პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა გვარამია პრეზიდენტის მიმართ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ნანობს. როგორც გვარამიამ საპატიმრო დაწესებულებასთან მედიას უთხრა, არ მოსწონს საკუთარი საქციელი და ეს საძაგლობაა.

„მე არ ვაპირებ ჩემს შეცდომაში გაჯიუტებული ვიყო. ვიდეოებში, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას, ამის გამო. არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი თემები