საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 18 აგვისტოს, კვირას თბილისი-ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებელს ამატებს.
სამგზავრო მატარებელი დაემატება ორივე მიმართულებით და იმოძრავებს შემდეგი განრიგით: გასვლა-თბილისი – 09:05 საათი, ჩასვლა-ბათუმი – 14:42 საათი; გამოსვლა-ბათუმი – 18:30 საათი, ჩამოსვლა-თბილისი – 00:07 საათი.
რაც შეეხება 17 აგვისტოს – შაბათს, ამ დღეს ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი უკვე დაინიშნა, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, მგზავრმა აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე – Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.