“ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გამოსვლა” – ევროკავშირის ელჩი  

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტითა და სამდღიანი ინტენსიური შეხვედრებით გამოჩნდება, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი არსებობს თუ არა.  

“გვექნება სამი ინტენსიური დღე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გასვლა” – განაცხადა კარლ ჰარცელმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ შვედი დიპლომატი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკვე საქართველოშია. კრისტიან დანიელსონი პირველ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან გამართავს. შემდეგ კი პოზიცია-ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში ჩაერთვება.   

მსგავსი თემები