საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე ხვალ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

“საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, სავალუტო ბაზარზე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. ამ დღეს ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

მსგავსი თემები