აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოშია, – შესაბამისი ინფორმაცია ოსტინის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

თავდაცვის მდივანმა აცხადებს, რომ აშშ საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია.

“მოუთმენლად ველოდები აქ ჩემს შეხვედრებს,“- წერს ლოიდ ოსტინი.

შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.

მსგავსი თემები