ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას შვილებს მეურვეს გადასცემენ

 

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას მცირეწლოვან შვილებს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მეურვეს გადასცემენ.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდებას დავალება დღევანდელ პროცესზე მისცა.

მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მომღერალი ირაკლი ნოზაძე  კისრის არეში დანით დაჭრეს. შემთხვევა 27 ივნისს, თბილისში მოხდა. ნოზაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დღეს იგი პალატაში გადაიყვანეს და სავარაუდოდ დაკითხავენ.

მსგავსი თემები