,,რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უნარი, მოიპოვოს კრიტიკული კომპონენტები რაკეტების წარმოებისთვის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უნარი, მოიპოვოს კრიტიკული კომპონენტები რაკეტების წარმოებისთვის. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე თანამედროვე გამანადგურებლები, რუსეთისგან თავის დასაცავად.

„სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უნარი, მოიპოვოს კრიტიკული კომპონენტები რაკეტების წარმოებისთვის, რომლებსაც ქმნიან კომპანიები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის კომპანიები, შემდეგ კი ეს კომპონენტები რუსეთს სხვადასხვა გზით მიეწოდება. მაგალითად, თუ ავიღებთ დღეს ერთ-ერთ რაკეტას, რომელიც დღეს ქალაქ კრივი-რიჰში ჩამოვარდა, მასში შემავალი 50-მდე კომპონენტი სხვადასხვა ქვეყანაშია წარმოებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები