ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის უფასო იქნება.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ორსულებს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს და სამედიცინო პერსონალს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება უფასოდ შეეძლებათ.

,,გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ უკვე აძლევს ორგანიზმს მაქსიმალურ დაცვას. თუ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გავიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დაცული ვიქნებით, გართულებული მიმდინარეობისგან, მძიმე შემთხვევებისა და საავადმყოფოში მოხვედრისგან. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის 100 %-იანი გარანტია ინფიცირებისგან თავის დასაცავად. ეს არის გარანტია მძიმე და გართულებული თემთხვევისგან თავის დასაცავად. ამიტომ, ვაქცინაცია პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფებს შეეხება, ესენია : ორსულები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

„წელს გრიპის ორი პიკი გვექნება“ – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები