12 რეგიონში ჩადენილი 37 ქურდობა – საბერძნეთში ქართველი დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, 37 ჯერ გაქურდა სუპერმარკეტები.

მედიის ცნობით, ქართველი პოლიციელებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც  ვრაჭათში, მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთების მოპარვას ცდილობდა. როგორც გაირკვა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მან კიდევ ექვსი ქურდობა ჩაიდინა სუპერმარკეტებში აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში.

ქართველის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე საქმე აღიძრა. წინასწარი გამოძიების დროს გაირკვა, რომ წინასწარი გამოძიებით გაირკვა, რომ მან საბერძნეთის 12 სხვადასხვა რეგიონში სუპერმარკეტები გაქურდა და გარუკვეველი რაოდენობის პროდუქცია მოიპარა.

მსგავსი თემები