,,შეიძლება იეჭვიანა ღარიბაშვილმა, რომ მას ნორმალურად არც შეხვდნენ”- ანა ბუჩუკური

,,შეიძლება იეჭვიანა ბატონმა ღარიბაშვილმა, რომ მას ნორმალურად არც შეხვდნენ და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ ისე, როგორც შეხვდნენ,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, უკრაინის პრეზიდენტზე არ გაკვირვებია.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალთან არის პრობლემა, როცა თავს ესხმი იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც წელიწადზე მეტია ძალიან მძიმე ომში იმყოფება და რომლის გვერდზე დგას მთელი თავისუფალი სამყარო. არ გამიკვირდა მართალი გითხრათ, რადგან უკრაინაში ომის დაწყებისთანავე პირველი მძიმე, სამარცხვინო განცხადებები სწორედაც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ“, – განაცხადა ანა  ბუჩუკურმა.

„ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მსგავსი თემები