,,წარმოუდგენელია, რა დაემართა საქართველოს? – ბენ ჰოჯესი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. 

პრემიერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი.

,,წარმოუდგენელია…საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?,”- აცხადებს ჰოჯესი.

,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

 

 

 

მსგავსი თემები