პრეზიდენტი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც. ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების ესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ნებისმიერ კანონს დაედება ვეტო, რომელიც არ იქნება კავშირში საქართველის ევროპულ გზაზე.

„პირველ რიგში, მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების სწორ გადაწყვეტილებას, რომ გაიწვია ეს კანონი.  უნდა გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა. ხალხის ერთიანობა გამოჩნდა ქუჩაში, არ შეიძლება რომ პარლამენტმა და მთავრობამ არ გაითვალიწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. ეს გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები