მიუსაფარი ცხოველებისთვის ხის სახლები განთავსდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა.

სახლები განთავსდა ქეთევან წამებულის ქუჩაზე, გლდანულაში, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკასთან, ასევე, 146-ე და 172-ე საჯარო სკოლებთან.

სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის მიზანი ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებაა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებენ და მათ შორის, ზრუნავენ მათთვის ხის სახლების დამზადებაზე.

 

მსგავსი თემები