,,ვიოლა ფონ კრამონი თავად წყვეტს, სად წავიდეს”- პაველ ჰერჩინსკი

,,ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მას აქვს თავისუფლება ჩამოვიდეს საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მას აქვს თავისუფლება ჩამოვიდეს საქართველოში. ის წყვეტს, სად წავიდეს, რა ადგილებში. ასე, რომ მე არაფერი მაქვს კომენტარი გასაკეთებელი“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები