„ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, აბსურდულია განცხადებები, რომ ევროკავშირის საქართველოშ „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდა. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს განცხადებები აბსურდულია და რეალობასთან კავშირში არ არის.

„ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამას დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებელია. ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია. სრულიად გვესმის, რომ საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის რამდენიმე ომი, ბოლო 2008-ში, გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% საქართველოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია”, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები