„ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის მოვლა მხოლოდ სტუდენტებს შეეხებათ“ – თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ნებაყოფლობით სამხედრო სავალდებულო სამსახურს მხოლოდ სტუდენტები მოიხდიან. როგორც მინისტრი  განმარტავს,  მათთვის ჯარში მსახურება კომფორტული იქნება.

„იქნება რამდენიმე, სხვადასხვა, მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ასევე, გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური. გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11-თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება, სავარაუდოდ, 1 200 ლარი. წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ“ – განმარტავს მინისტრი.

მსგავსი თემები