საქართველოში მენეჯერულ პოზიციას ქალების მხოლოდ 22% იკავებს (ვიდეო)

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის – რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე ქალებისა და მამაკაცების დისბალანსი ისევ და ისევ მამაკაცების სასარგებლოდ იხრება. როგორც ლიპარტელიანმა „მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა, პრობლემაა ისიც, რომ დღემდე, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში, ქალების ანაზღაურება გაცილებით დაბალია, ვიდრე მამაკაცების.

„22%-ზე მეტი არ გვყავს ქალი, რომელიც წარმოდგენილია მენეჯერულ პოზიციაზე. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. შესაბამისად, ქალებისთვის დასაქმების ხელმისაწვდომობა პრობლემურია ყველა სექტორში. პრობლემაა ისიც, რომ, ის სექტორები, სადაც ძირითადად ქალები არიან წარმომადგენლები, თავად სექტორებია დაბალანაზღაურებადი. მაგალითად, განათლების სექტორი, სადაც ყველაზე მეტია დასაქმებული ქალი -118 000, ჯანდაცვის სექტორი, ტექსტილი და აქ ყველგან ვხედავთ, რომ ქალების ანაზღაურება არის უფრო დაბალი, ვიდრე მამაკაცის. გარდა ამისა, მათი წარმომადგენლობა ხელმძღვანელ პოზიციებზეც საკმაოდ დაბალია“ – აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ქალების დასაქმების ხელმისაწვდომობასთან საუბრისას.

ქალთა დისკრიმინაცია და შევიწროება ისევ პრობლემურია – რაისა ლიპარტელიანი “მედიაცენტ მთავარში”

მსგავსი თემები