,,მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში ჯერ, როგორც ჩანს, დირექტივა არ მიუღიათ ზემოდან”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში ექსპრეზიდენტის საქმე უკვე თითქმის 5 დღეა შესულია, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

ადვოკატი საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასამართლო დირექტივას ელოდება

,,დაცვის მხარე ამჟამად ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე შესულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. დღეს იმედია გაირკვევა, როდის იქნება პროცესი. რა თქმა უნდა, გაჭიანურებაა, მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ, როგორც ჩანს, დირექტივა არ მიუღიათ ზემოდან, რა უნდა გააკეთონ და ელოდებიან დირექტივას. სხვას ვერაფერს ვერ მივაწერთ იმას, რა უმსგავსობაც ხდება ახლა ამ სასამართლოში. ჩვენ ვმუშაობთ სათანადო გეგმის მიხედვით და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ, თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ, რომ გადავარჩინოთ ამ ადამიანის სიცოცხლე“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები