,,ახლა არის უნიკალური მომენტი უკრაინაში კონფლიქტის შესაჩერებლად”- ლუკაშენკო

,,ახლა არის უნიკალური მომენტი უკრაინაში კონფლიქტის შესაჩერებლად მანამ, სანამ რუსეთი ეკონომიკას საომარ რეჟიმზე არ გადაიყვანს,”- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა ასეთი სიტუაცია შეიძლება, აღარ იყოს. ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ აშშ-მა აიძულა კიევის რეჟიმი უარი ეთქვა რუსეთთან ნებისმიერ დიალოგზე.

„რუსეთი დღეს მზადაა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ის ამას აკეთებს პირველივე დღეებიდან: მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა ბელარუსიაში მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, შემდეგ ისინი (მოლაპარაკების მონაწილეები) გაემგზავრნენ სტამბოლში, შემდეგ კი საერთოდ უარი თქვეს, თუმცა მაგიდაზე იყვნენ „მოგვარების გეგმა იყო“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მსგავსი თემები