,,რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ თვითლიკვიდაციას”- თეა გოდოლაძე

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ქუ­ჩის ზე­მოთ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. სეისმოლოგის თქმით, მიწის ჩამოწოლის შესახებ მოსახლეობამ დარეკა.

,,ეს არის ტიციან ტაბიძის ქუჩის ზემოთ, ვაკეში. გუშინ მოსახლეობამ დაგვირეკა მიწა ჩამოწვაო. ძალიან ბევრჯერ ვთქვით! არ დატვირთოთ შენობებით ლისის და მთაწმინდის ფერდი თქო. დანაპრალებას და მეწყერს იწვევს. არ შეიძლება ასეთი მშენებლობები და გრუნტის ჭრა. არ არის კარგი უბანი ვაკე ასეთი მშენებლობებისთვის. ასეთი დანაპრალება ლოკალურად ერთი ჩაჭრის ბრალი არა მგონია იყოს. ძალიან დაიტვირთა ვაკეში ფერდი! ძალიან! რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ!! თვითლიკვიდაციას,”- წერს თეა გოდოლაძე.

მსგავსი თემები