აშშ-მა რუსეთს სანქციები გაუმკაცრა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები გაუმკაცრა. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, სანქციებში დამატებით 60-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მოექცა.

ამერიკის „შავ სიაში“ მოექცნენ კრემლის წარმომადგენლები,  მთავრობის წევრები, გუბერნატორები და მაღალჩინოსნები, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის რეჟიმთან და უკრაინული მარცვლეულის მოპარვასთან.

„შავ სიაში“ მოექცა ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი; კულტურის და სპორტის მინისტრები; ენერგეტიკის მინისტრი’ საგანგებო სიტუაციების მინისტრი; ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრი; ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა;  მთავრობის სხვა წევრები;  რუსი ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა.

სანქციებში მოექცა ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ოთხ პირი და 22 კომპანია, რომლებიც რუსეთის დაზვერვას მონაცემების შესაგროვებლად ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფაში ეხმარებოდნენ.

თეთრმა სახლმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა რუსეთის შეიარაღებული ძალების 1219 წარმომადგენელს, მათ შორის, ოფიცრებს.

 

მსგავსი თემები