„თებერვალსა და მარტში კორონავირუსის შემთხვევების მატება, ახალი ტალღაა მოსალოდნელი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი დასრულებისკენ არ მიდის და უფრ მეტიც, თებერვალ-მარტში შემთხვევების მატებას ელოდებიან. როგორც პროფესორმა მედიაცენტრ მთავარში  განაცხადა,  ჯანმო-მ პანდემიის დასრულებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

„კორონავირუსის შედარებით ახალი მუტაციაა ე.წ. XBB.1.5 „კრაკენი“, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა პირველად და არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც ამერიკაშიც, ევროპაში და საქართველოში შემთხვევების მატება გამოიწვია. ამ ვარიანტის გადამდებობიდან გამომდინარე, ჯანმო-ს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება, ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება, როგორც 2022 წლის ზაფხულში იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, არ იწვევს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას და ლეტალობა ნაკლებია, რისკ ჯგუფებისთვის, შესაძლოა, მაინც აღმოჩნდეს გართულებების გამომწვევი. ამის გამო ჯანმო-მ თავი შეიკავა პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ  მედიაცენტრ მთავარში“.

პედიატრის შეფასებით, მოლოდინია, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო მუტაცია, რომელმაც შეიძლება შემთხვევების მატება გამოიწვიოს, დიდია მოლოდინი, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება. ამავდროულად ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მომდევნო პერიოდში, თებერვალ-მარტში იქნება კორონავირუსის შემთხვევების მატება, ახალი ტალღა, ამის უკან იქნება სწორედ ეს ახალი მუტაცია იქნება. მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების და არა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მატება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები