,,ბატონი მიხეილი ძალიან კარგად იქნება, თავის ყველა მეუღლესთან ერთად, მე დავრჩები მეუღლის გარეშე”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი სასამართლოს შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

„ჩემი პროგნოზი ასეთია – ბატონი მიხეილი ძალიან კარგად იქნება, თავის ყველა მეუღლესთან ერთად, საზოგადოებაც ძალიან კარგად იქნება და მე დავრჩები მეუღლის გარეშე. იმიტომ, რომ გუგამ გამომიცხადა, მე ცოლი დავკარგე და სავარაუდოდ, ის მიმატოვებს. და მერე აი, 50 წლის ქალი დავრჩები უქმროდ. ისე მიდის საქმე, თუ ასე გაგრძელდა… გუგა მეუღლის დაბრუნებას ითხოვს ოჯახში“ – განაცხადა ნადირაძემ „იმედი ლაივში“.

 

მსგავსი თემები