,,ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერის ღირსება არის ერთიანობა”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილს უსურვებს წარმატებით მართოს პარტია და მოახდინოს კონსოლიდაცია.

„ეს პარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თავმჯდომარეს ვუსურვებ, წარმატებით მართოს პარტია და მოახდინოს კონსოლიდაცია – ეს არის მიხეილ სააკაშვილის, გვარამიას გათავისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ყველას ვალია კონსოლიდაცია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია. მადლობა ნიკას იმ საქმიანობისთვის, რაც მან პარტიაში აწარმოა. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერის ღირსება არის ერთიანობა და კონსოლიდაცია. განსაკუთრებით ახალ თავმჯდომარეს ვუსურვებ, ეს მიზანი იყოს მიღწეული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან  ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

მსგავსი თემები