“ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში“ – სანდრო ბრეგაძე

“ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში“, – განაცხადა “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, რომელიც კინოთეატრ “ამირანთან“ იმყოფება.

სანდრო ბრეგაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში.

“ჩვენს მეგობრებს ვთხოვ, რომ ჟურნალისტებს არავითარ შემთხვევაში თავის საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს არავინ და შეურაცხყოფა არ მიაყენოს. ეს არის რბილად ვამბობ, არაკორექტული. ეს გავითვალისწინოთ ყველამ. მე ახლა ამ წუთში ერთ-ერთი მამათმავალი დამესხა თავს, პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ პასუხი არ გავეცი. იმიტომ კი არა, რომ ვერ გავცემდი პასუხს, არ გავეცი, რომ აქ რაიმე არ მომხდარიყო“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე. 

აქციაზე კინოთეატრ “ამირანთან” სიტუაცია დაძაბულია. კინოთეატრში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება რამდენიმე წუთია დაიწყო. 

მსგავსი თემები