,,სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს ვინ წაიყვანონ უკრაინაში ომში” – მამუკა მდინარაძე

,,ყველამ იცის და ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების, ეს ხომ ასეა, მე ხომ არ ვიგონებ”,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ომში, ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები.

,,ირაკლი ღარიბაშვილს ყველა მათგანზე არ ულაპარაკია, რომ ეს ასეა, დიახ, მეც გიდასტურებთ და ეს თქვენც იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან, ასეთებიც არიან, არიან ადამიანები, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით იბრძვიან და ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ მათ შორის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ახლობელს და მთელ ჩვენ ქვეყანას, რომელსაც დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები