,,რუსეთთან ნებისმიერი პირობებით სამშვიდობო მოლაპარაკებები საშიშია”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით,  რუსეთთან ნებისმიერი პირობებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები საშიშია. მისი თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკებების წინაპირობა უკრაინიდან რუსეთის გასვლა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს.

მისი თქმით, “ომის კრიმინალები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ზიანი უნდა ანაზღაურდეს. ეს არის გრძელვადიანი მშვიდობისა და მომავალი აგრესიის პრევენციის ერთადერთი გზა”.

,,ნატო არის ალიანსი, რომელიც თავისი წევრების დასაცავად შეიქმნა. რომელიც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დაიცვას მილიონობით ადამიანი რუსული ომის დანაშაულებისა და ექსპანსიისგან. თუმცა როგორც ზოგადი კომენტარი, ვიტყოდი, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტიებზე ესტონეთის პოზიცია მკაფიოა: დღეს თავისუფალი სამყაროს ფოკუსი უნდა იყოს იმაზე თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება პერსპექტივაში”, ,- აღნიშნა კაია კალასმა.

მსგავსი თემები