,,წონაში იკლებს, დრო გადის და გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილს დღეს ახალი კვლევა ჩაუტარეს. სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ოჯახმა მიმართა ამერიკულ ფირმა “აკერმანს”, იურისტები და სამედიცინო ექსპერტების გამოგზავნის მიზნით.

გიული ალასანია უცხოელი ექსპერტებისთვის ლიცენზიის დროულ აღიარებას ითხოვს.

,,საკმაოდ სუსტად იყო, ძლივს მოძრაობდა. ერჩია, რომ წოლილიყო და დაწოლილი დავტოვე. დღეს გაუკეთეს და ჯერჯერობით არ ვიცი პასუხი. წონაში იკლებს, დრო გადის და გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ. როგორც გამოირკვა საჭიროა, აქაური ლიცენზია ჰქონდეთ ექიმებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხდება 1 საათში, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, წლები დასჭირდეს. არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მეჩქარება”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები