ადგილობრივი და იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკნენ

კოლხური ხოხობი, კაკაბი, „ლურჯი ფრინველი“ – ეს ის სახეობებია, რომლებიც ველური ბუნების სააგენტოში ბინადრობს. დღეს კი მათი წიწილებიც გამოიჩეკა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროდან ცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში იშვიათი ფრინველის, კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი სახეობა კაკბის წიწილები გამოიჩეკა.

სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა. მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. დღეისათვის, სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს.

მსგავსი თემები